კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის გეგმა
შეხვედრების თარიღი:
11.04.2019. 18.04.2019. 25.04.2019.
შეხვედრის / შეხვედრების თემა: ისტ-ის გამოყენება სასწავლო
პროცესში.
შეხვედრების მიზანი: ისტ-ის ტექნოლოგიების
დაუფლება და გაკვეთილზე მისი ეფექტურად გამოყენება. MS Excel-ის დავთარის ზოგადი
მიმოხილვა, უჯრა, უჯრის მისამართი. მონაცემთა ჩაწერა უჯრებში და მათი დაფორმატება,
არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და დიაგრამების აგება.
აქტუალურობა: სასწავლო
პროცესის დაგეგმვა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა
მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. პედაგოგის საქმიანობის წარმართვისათვის
ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: სსიპ ქალაქ
ქუთაისის N 29 საჯარო სკოლის
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების პედაგოგი: პაატა გულუა
N
|
შეხვედრის თარიღი
|
შეხვედრის მიზანი
|
შეხვედრის ძირითადი
საკითხები
|
1
|
11.04.2019
|
ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და მისი გა-მოყენება საგაკვეთილო
პროცესში.
საგანთა შორის კავშირების დამყარება.
|
შეხვედრის
გახსნა;
შეხვედრის მიზნებისა
და დღის წესრი-გის გაცნობა.
MS
Excel-ის დავთარის ზოგადი მიმო-ხილვა, უჯრა, უჯრის
მისამართი. მონა-ცემთა ჩაწერა უჯრებში და მათი და-ფორმატება.
|
N
|
შეხვედრის თარიღი
|
შეხვედრის მიზანი
|
შეხვედრის ძირითადი საკითხები
|
2
|
18.04.2019
|
მათემატიკური
ფორმულებისა და ფუნქციების გაცნობა, მათი გამოყენება, გავრცელება და დანერგვა
სასწავლო პროცესში.
|
შეხვედრის გახსნა
· შეხვედრის
მიზნებისა და დღის წეს-რიგის გაცნობა.
MS Excel-ის ცხრილები,
ფუნქციათა მნიშვნელობები. ფორმულების გამოყე-ნების და მათი დახმარებით გამოანგა-რიშების წესები.
MS Excel-ის დავთარში მონაცემების შე-ტანა, არითმეტიკული მოქმედებების შეს-რულება.
ფორმულის გავრცელება.
|
N
|
შეხვედრის თარიღი
|
შეხვედრის მიზანი
|
შეხვედრის ძირითადი
საკითხები
|
3
|
25.04.2019
|
ინფორმაციის წარმოდგენა დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენებით.
ჩვენს მიერ შექნილი მონაცემების საფუძველზე ავაგეთ სხვადასხვა ტიპის დიაგრამები.
|
ე შეხვედრის გახსნა
· შეხვედრის
მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა.
|
რეფლექსია
სსიპ ქალაქ ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლაში 2018/19 სასწავლო
წლის 11.04, 18.04, 25.04 - ს ჩავატარე კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები, რომლის თემა
იყო: ,,ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება და გაკვეთილზე მისი ეფექტური გამოყენება, MS
Excel-ის დავთარის ზოგადი მიმოხილვა, უჯრა, უჯრის მისამართი, მონაცემთა შეყვანა
უჯრებში, მისი სწორება, დაფორმატება, ფორმულები, არითმეტიკული მოქმედებების
შესრულება და დიაგრამების აგება“.
შეხვედრების
აქტუალურობა:
სწავლა-სწავლების
თანამედროვე ინოვაციური მეთოდები ითვალისწინებს საგაკვეთილო პროცესში
ელექტრონული სწავლების აქტუალურად გამოყენებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებას, საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდასა და
დაინტერესებას. გაკვეთილი კი ხდება სახალისო, შედეგზე ორიენტირებული.
პირველი შეხვედრა
ჩავატარე 11 აპრილს, რომლის მიზანი იყო: ისტ-ის ტექნოლოგიების დაუფლება
და მისი გამოყენება გაკვეთილზე, პროგრამა MS Excel-ის ზოგადი მიმოხილვა, MS
Excel-ის დავთარის ზოგადი მიმოხილვა, უჯრა, უჯრის მისამართი, მონაცემთა ჩაწერა
უჯრებში და მათი დაფორმატება.
შეხვედრას ესწრებოდა ხუთი პედაგოგი: ჯუმა ცნობილაძე, ფატმან
ბუსკივაძე, ლალი ერაძე, ქეთევან სულაკაძე, ნანი ფხაკაძე, ლელა ფურცხვანიძე. კოლეგებმა
ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი აზრი და გამოცდილება საგანთა შორის კავშირებისა და
მისი მნიშვნელობის შესახებ, ვისაუბრეთ პროგრამა MS Excel-ის შესაძლებლობასა
და მის გამოყენებაზე საგაკვეთილო პროცესში. შეხვედრაზე განვიხილეთ
MS Excel-ის დავთარი, უჯრა, უჯრის მისამართი,
მონაცემთა შეყვანა უჯრებში. დავიწყეთ ფიქრი თუ
როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ გაკვეთილი MS
Excel-ის პროგრამის გამოყენებით მოსწავლეთა განვითარების და
მოტივაციის ამაღლების მიზნით.
ჩვენი მეორე შეხვედრა შედგა 18 აპრილს, მისი მიზანი
იყო: მათემატიკური ფორმულებისა და ფუნქციების გაცნობა და მათი გამოყენება,
გავრცელება და დანერგვა სასწავლო პროცესში. ვიმუშავეთ MS Excel-ის დავთარში,
დავხაზეთ ცხრილები, შევიტანეთ მნიშვნელობები და ფორმულების გამოყენებით
გამოვიანგარიშეთ.
შემდეგი შეხვედრა შედგა
25 აპრილს, მისი მიზანი იყო: დიაგრამებისა და გრაფიკების აგება MS
Excel-ში. ინფორმაციის წარმოდგენა დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენებით.
ჩვენს მიერ შექნილი მონაცემების საფუძველზე ავაგეთ სხვადასხვა ტიპის დიაგრამები.
ჩატარებული შეხვედრების შემდეგ შეჯამდა განხილული
საკითხები და გამოიკვეთა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ რაში დაეხმარებათ
პედაგოგებს მიღებული გამოცდილება, თანამშრომლობა. ვიმსჯელეთ, თუ როგორი საინტერესო
და მნიშვნელოვანია ინფორმაციის წარმოდგენა დიაგრამებისა და გრაფიკების
გამოყენებით, რადგან პროექტორის მეშვეობით გაკვეთილზე მოსწავლეებისათვის
მასალის ჩვენება გვეხმარება მათთვის უფრო
ნათელი და გასაგები გავხადოთ აღნიშნული ინფრომაცია. ეს კი საკმაოდ ამაღლებს
მოსწავლეების მოტივაციას. აღმოჩნდა რომ დაგეგმილი შეხვედრები წარმატების მომტანი
აღმოჩნდა კოლეგე-ბისთვის.
ჩემს მიერ შერჩეული აქტივობები, სავარჯიშოები
შეესაბამებოდა მონაწილე მასწავლებლების მოთხოვნებს,
მათ შესაძლებლობებს, უნარ-ჩვევებსა და დაინტერე-სების
სფეროს. პედაგოგებმა გაიზიარეს ერთმანეთის გამოცდილება და მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით დაგეგმეს გაკვეთილები.
აღნიშნულმა შეხვედრებმა
ძალიან დიდი პოზიტივი დატოვა, გამოიკვეთა საგნებს (მატემატიკასა და ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს) შორის კავშირი.
დაისახა სამომავლო
გეგმები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შემდგომისათვის.
პაატა გულუა
Комментариев нет:
Отправить комментарий