ტესტები

ტესტი არის ცონდის გამოვლენის, განვლილი მასალის გამეორებისა და მოსწავლეთა მიერ ათვისებულ სიახლეთა გონივრულად გააზრების  კარგი მეთოდი.  შედეგად დგინდება, თუ რამდენად კარგად არის შესწავლილი  ესა თუ ის კონკრეტული თემა. ტესტი  მიზანია  კონკრეტული  მასალის  ათვისების დონის განსაზღვრა.
ტესტირების საშუალებით ცოდნის დონის გამოვლენის მეთოდს ხშირად მივმართავ, რაც ძალაუნებურად აიძულებს  მოსწავლეს, იყოს მეტი ყურადღებით, არა დაიზეპიროს, არამედ გააზრებულად, გულდასმით მოეკიდოს ყოველი ახალი თემის შესწავლას, ხშირად გაიმეოროს განვლილი მასალა.
ტესტი მიადვილებს დავადგინო, მოსწავლეთა ცოდნის დონე, მისი მეშვეობით ადვილად შემიძლია გავიგო თუ რომელი, კონკრეტულად რა საკითხში მოიკოჭლებს და სად, რაში სჭირდება მოხმარება, რომელი თემის განმტკიცებაა მისთვის საჭირო.  



ტესტირების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო ფაილები
შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:





Комментариев нет:

Отправить комментарий