75მუხლი 76. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტი
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დაწყებით საფეხურზე
შესავალი
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან
დაკავშირებული V-VI კლასებში მისაღწევი კომპეტენციები მოიცავს ხუთ შედეგს. წარმოდგენილი
დოკუმენტის მიხედვით, ამ კომპეტენციების ჩამოყალიბება იწყება კურსის პირველივე სასწავლო
წლიდან -V კლასიდან და გრძელდება კურსის მეორე წელს. ამაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს
ისტ კომპეტენციების ინტეგრირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან, რომლის მისაღწევი შედეგებიც
ასახულია ისტ-ის ზოგადი უნარების სტანდარტში. ისტ-ის შედეგები ზუსტად იმეორებს იმ დასახელებებს,
რომლებიც მოცემულია ისტ-ის ზოგადი უნარების სტანდარტის მიმართულებებში, თუმცა, თავის
მხრივ, ის უფრო მეტ კომპეტენციას მოიცავს, ვიდრე ამ უკანასკნელითაა განსაზღვრული.
გარდა უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული კომპეტენციებისა,
დოკუმენტში წარმოდგენილია სასწავლო მასალის შინაარსი, რომელიც თემატური საკითხების
ჩამონათვალის სახითაა მოცემული.
ქვეპუნქტი 2. V-VI კლასების სტანდარტი
ა)
IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები
ინდექსების განმარტება
სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების საფეხურსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ის.ტექნ.დაწყ.1
„ის.ტექნ.“ - მიუთითებს საგანს
„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“,
„დაწყ.” - მიუთითებს V-VI კლასების
სტანდარტს,
„1“- მიუთითებს სტანდარტის
შედეგის ნომერს.rlgky5;lm=0hng0u
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების სტანდარტი
|
|
შედეგების ინდექსი
|
სტანდარტის შედეგები
|
ის.ტექნ.დაწყ.1.
|
მოსწავლე უნდა იცავდეს
სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
|
მოსწავლე:
Ø
ციფრული ინფორმაციის
გამოყენებისას ესმის პლაგიატის მნიშვნელობა;
Ø
ქსელურ გარემოში ავლენს
პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს;
Ø
მონაწილეობს ციფრული
ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების სასკოლო/საკლასო წესების შემუშავებაში და იცავს
მათ ქსელისა და ციფრული საშუალებების გამოყენებისას;
Ø
მსჯელობს ისტ-ის გამოყენების
როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
|
|
ის.ტექნ.დაწყ.2.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
|
მოსწავლე:
Ø
ციფრული მოწყობილობების
გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უnhlm,ljojohl0jo,0,საფრთხოების ნორმებს;
Ø
უსაფრთხოდ და სწორად
იყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობებს (მყარი დისკი, CD, DVD, Blue-Ray, ფლეშ
მე
Ø
ხსიერება, მეხსიერების
ბარათი) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
Ø
ეფექტიანად იყენებს
კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;
Ø
ეფექტიანად იყენებს
მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს მის ღილაკებს;
Ø
ასახელებს სხვადასხვა
ციფრულ საშუალებას და საუბრობს მათ დანიშნულებაზე;
Ø
ჩართავს და გამორთავს
კომპიუტერს შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის
ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
Ø
აცნობიერებს სხვადასხვა
სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი)
დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას
(მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
Ø
გაიაზრებს ჰიპერტექსტური
დოკუმენტის დანიშნულებას და იყენებს მას;
Ø
მუშაობის პროცესში
საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების
გამოყენებით;
Ø
ქმნის ფაილებსა და
საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა
და წაკითხვის მიზნით.
|
|
ის.ტექნ.დაწყ.3.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
|
მოსწავლე:
Ø
იყენებს ისტ-ს კვლევის
პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø
ინფორმაციის სხვადასხვა
ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø
ინფორმაციის ძიებისას
ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა
და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
Ø
მოპოვებული ინფორმაციის
სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
|
|
ის.ტექნ.დაწყ.4.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
|
მოსწავლე:
Ø
აფასებს ციფრული საშუალებების
შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
Ø
იყენებს ისტ-ს კანონზომიერების
აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას (მაგ.,: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების
განლაგება);
Ø
მიზნებისა და აუდიტორიის
თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის)
მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
Ø
გაიაზრებს განსხვავებას
პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
Ø
ახდენს ტექსტური, გრაფიკული
და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას;
Ø
ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის
შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
|
|
ის.ტექნ.დაწყ.5.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს
სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
|
მოსწავლე:
Ø
იყენებს ისტ-ს სასკოლო
საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის
შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
Ø
იცავს საკომუნიკაციო
საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების
წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების
მისაწვდომობის ნორმებს).
|
|
ბ) სარეკომენდაციო
შინაარსი
კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები
Ø კომპიუტერის აგებულება და მისი კომპონენტები (მაგ.;
პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, დედა პლატა);
Ø ინფორმაციის შემტან-გამომტანი მოწყობილობები და
მათი დანიშნულება (მაგ., კლავიატურა, მიკროფონი, სკანერი, ვებ-კამერა, მონიტორი,
პრინტერი, სპიკერები/ყურსასმენები, მაუსი/თაჩპედი, ჯოისტიკი);
Ø ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები (მაგ., მყარი
დისკი, CD, DVD, BRD, ფლეშ მეხსიერება, მეხსიერების ბარათი, გარე მყარი დისკი);
Ø კლავიატურა, ღილაკთა ჯგუფები და მათი დანიშნულება.
ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები
Ø ციფრული მოწყობილობის ჩართვა და სისტემის
ჩატვირთვის ეტაპები;
Ø გამორთვა და გადატვირთვა. მათ შორის, განსხვავება.
განსხვავება პროგრამულად გამორთვასა და დენის წყაროდან გამორთვას შორის;
Ø ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის შესვლა და
გამოსვლა;
Ø სისტემის სხვადასხვა მდგომარეობა და მათ შორის,
განსხვავება (მაგ., განსხვავება გამორთულ მდგომარეობასა და დაზოგვის რეჟიმს
შორის);
Ø კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული
უზრუნველყოფის იერარქიული სტრუქტურა;
Ø ოპერაციული სისტემის დანიშნულება და მისი
კომპონენტები;
Ø ოპერაციული სისტემის სამომხმარებლო ინტერფეისის
გრაფიკული ელემენტები და მათი დანიშნულება. გრაფიკული ელემენტებთან ინტერაქცია
მაუსის/თაჩპედის საშუალებით;
Ø სისტემის სტანდარტული სამომხმარებლო პროგრამები;
Ø პროგრამის გაშვება და პროგრამის მუშაობის
დასრულება;
Ø ფაილისა და საქაღალდის ცნება. საქაღალდეებთან
დაკავშირებული მოქმედებები (მაგ., შექმნა, წაშლა, კოპირება, გადაადგილება);
Ø ფაილის შექმნა სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამის
გამოყენებით;
Ø ფაილებთან დაკავშირებული მოქმედებები (მაგ.,
კოპირება, გადაადგილება, წაშლა, წაშლილი ფაილის აღდგენა, ფაილების დაჯგუფება
საქაღალდეებში);
Ø შენახული მასალის წაკითხვა პროგრამული
უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: „Open”, „Import”);
Ø ციფრული ინფორმაციის საზომი ერთეულები.
გრაფიკული რედაქტორი
Ø სურათის შექმნა წინასწარ გამზადებული გრაფიკული
ელემენტების (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურების) კომბინირებით;
Ø ფერის ცნება, ფერის პარამეტრები, ფერის ციფრული
გენერაცია: სხვადასხვა ფერის მიღება ფერის პარამეტრების მოდიფიკაციით;
Ø მოქმედებები გრაფიკულ ობიექტებზე სხვადასხვა
ხელსაწყოს გამოყენებით;
Ø გეომეტრიული გარდაქმნები სურათის შემადგენელ
გრაფიკულ ელემენტებზე (მაგ., მობრუნება, სიმეტრია, გაჭიმვა);
Ø სახატავი - კოორდინატთა სისტემა;
Ø სურათის ზომები და გარჩევადობა, მათი შეცვლა;
Ø ტექსტის ჩასმა სურათში სასურველ ადგილას;
Ø ფერის ფილტრი და მისი გამოყენება;
Ø გრაფიკული ეფექტები და მათი გამოყენება სურათის
შემადგენელი გრაფიკული ელემენტების მიმართ;
Ø გრაფიკული ელემენტების იმპორტირება და მათი
განთავსება სურათში;
ბეჭდვისწინა დათვალიერება და ბეჭდვა.
ტექსტური რედაქტორი
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელექტრონული ცხრილები
|
Ø
ახალი დოკუმენტის,
პრეზენტაციის, დავთრის შექმნა; შაბლონის გამოყენება;
Ø
შრიფტის ცნება და მისი
პარამეტრები, ქართული შრიფტის თავისებურებანი;
Ø
მეხსიერების ბუფერი;
Ø
ფაილში ინფორმაციის
ძიება, ერთი ფრაგმენტის მეორეთი ჩანაცვლება;
Ø
ცხრილები და ინფორმაციის
ორგანიზება ცხრილის საშუალებით;
Ø
სურათები და ფიგურები;
Ø
დიაგრამები, გრაფიკული
სქემები, ტექსტური ჩარჩო;
Ø
სიმბოლოები და მათემატიკური
გამოსახულებები;
Ø
კლავიშების დანიშნულება,
„ცხელი“ კლავიშები;
Ø
გვერდის პარამეტრები,
ბეჭდვისწინა დათვალიერება და ბეჭდვა;
Ø
უკანასკნელი ქმედებების
გაუქმება/გამეორება.
|
||
·
აბზაცის ფორმატირება,
ტექსტის სტილი.
|
·
მოქმედებები სლაიდებზე:
შექმნა, წაშლა, გადაადგილება, დამალვა;
·
ანიმაცია სლაიდის ობიექტებზე;
·
სლაიდებს შორის გადასვლის
ეფექტები, გადასვლის ავტომატიზება;
·
პრეზენტაციის ჩვენების
რეჟიმები.
|
·
მონაცემთა ტიპები;
·
ფორმულები და ხშირად
გამოყენებადი ფუნქციები.
|
ინტერნეტი
Ø
ვებბრაუზერი
და მისი სამომხმარებლო ინტერფეისი;
Ø
ვებსაიტი და მისი შემადგენელი კომპონენტები;
Ø
ჰიპერბმული
და მისი შესაბამისი მისამართი;
Ø
საძიებო
სისტემები და საძიებო ფრაზების სინტაქსი;
Ø
ინტერნეტში
განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური და საკანონმდებლო
ნორმები; საავტორო უფლებები.
"გზამკვლევის მიზანია, მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის ისტ სტანდარტით გათვალისწინებული წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და ინდიკატორების გაცნობიერებაში დაეხმაროს. რიგ შემთხვევაში ინდიკატორებს თან ახლავს განმარტებები, რეკომენდაციები და სარეკომენდაციო აქტივობების ნიმუშები, რაც მასწავლებლებს გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში დაეხმარება. რეკომენდებულია ისტ მასწავლებელმა ითანამშრომლოს სხვა საგნების პედაგოგებთან, მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილისტვის გამოიყენოს დედამიწის ვირტუალური გლობუსი, რუკა, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა/პროგრამა Google Earth. ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელმა შესაძლებელია მოიძიოს იშვიათი ნაკეთობები/ხელოვნების ნიმუშები.
გზამკვლევში თავების მიხედვით გაეცნობით შემდეგ საკითხებს:
- მეხუთე კლასის სტანდარტი - ინდიკატორების განმარტებები და დამატებითი ცნობები.
- მეექვსე კლასის სტანდარტი - ინდიკატორების განმარტებები და დამატებითი ცნობები.
- რეკომენდაციები მშობლებისა და მასწავლებლებისათვის.
გზამკვლევის ბოლოს წარმოდგენილია კომპიუტერულ ტერმინთა ტრანსკრიფციები და განმარტებები. აგრეთვე, მოცემულია სასარგებლო სებ-მისამართების სია.
გზამკვლევს ახლავს დისკი, რომელზეც ჩაწერილია: საგანმანატლებლო ტიპის სავარჯიშო თამაშები, გზამკვლევში აღწერილია აქტივობებში გამოყენებული სურათები, ტექსტური, აუდიო და ვიდეომასალა" - ვკითხულობთ გზამკვლევის შესავალში.
ISBN: ISBN 978-9941-0-3541-8 68 გვერდი
ენა: ქართულიგამომცემელი: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
სპეციალური ნაწილი საგანში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ძირითადი ცნებები და
ოპერაციები |
ისტ რესურსების შექმნა
|
კვლევა და კომუნიკაცია
|
ის ტექნ. I.1. ინფორმაციულ
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებებისა და ოპერაციების ფლობა. |
ის ტექნ. I.3. ისტ
პროდუქტის შექმნის საშუალებების ფლობა. |
ის ტექნ. I.4. კომუნიკაციის
ტექნოლოგიური საშუალებების ფლობა.
ის ტექნ. I.5. კვლევის
ტექნოლოგიური საშუალებების ფლობა. |
ის ტექნ. I.2. სოციალური,
ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება. |
მოსალოდნელი შედეგები და მათი ინდიკატორები
ის ტექნ. I.1. ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადიცნებებისა და ოპერაციების ფლობა.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
ახდენს ისტ-ის საშუალებების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
სწორად იყენებს ისტ-ის საშუალებებთან ურთიერთქმედების, შეტანა-გამოტანის მოწყობილობებს ამ საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისთვის (მაუსი, touch-pad, კლავიატურა, მონიტორი);
სწორად მოიხმარს შენახვის მოწყობილობებს (მაგ., ფაილის შენახვა მყარ ან მოქნილ დისკზე; flash-მეხსიერებით სარგებლობა);
ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ისტ-საშუალებას და მათზე საუბრისას, ასაკის შესაბამისად, სწორად იყენებს ტერმინოლოგიას;
დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
აცნობიერებს, რომ ისტ-ის საშუალებების მოხმარებისას აუცილებელია მხოლოდ მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერისი ვირტუალური სივრცით სარგებლობა (მაგ., დაუშვებელია სოციალურ ვებ გვერდზე რეგისტრაცია, სხვადასხვა ჩათის პროგრამებით სარგებლობა);
ავლენს დადებით დამოკიდებულებას ისტ-ის საშუალებების, როგორც თანამშრომლობის, საკუთარი ცოდნის გაღრმავების, ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელების, ნაყოფიერი შრომის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მიმართ;
აცნობიერებს, რომ ისტ-ის საშუალებების გამოყენება ყოვლედღიურად ხანგძლივი დროის განამვლობაში უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, კერძოდ: თვალის, მაჯისა და კიდურის არეში დაძაბულობა; ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, სტრესი და სხვა;
აცნობიერებს, რომ კომპიუტერით სარგებლობის დრო, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეზღუდულია როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ.
ის ტექნ. I.3. ისტ პროდუქტის შექმნის საშუალებების ფლობა.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგ., ქმნის ნახატს ციფრულ ფორმატში);
იყენებს ისტ-ს საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში (მაგ., ტექსტურ რედაქტორში ქმნის მშობლის დაბადების დღის მისალოც ბარათს);
ციფრულ ფორმატში ქმნის თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (მაგ., გარემოს დაცვის შესახებ პროექტის დამხმარე, თვასაჩინო მასალა);
ის ტექნ. I.4. კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების ფლობა.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;
იყენებს ისტ-ის საშუალებებს თანატოლებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან კომუნიკაციისათვის (მოკლე შეტყობინებების გასაგზავნად);
კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ მას სხვებს უზიარებს/უცვლის;
ის ტექნ. I.5. კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების ფლობა.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგ. მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს ნახატი ფილმიდან ან საბავშო ფილმიდან ნაწყვეტს);
იყენებს ვებზე დაფუძნებულ თარგმნის სისტემას უცხო ენიდან სხვადასხვა სიტყვების, ფრაზების სათარგმნელად (მაგ., იყენებს google trasnlate).
იყენებს ისტ-ის საგანმანათლებლო რესურსებს ამოცანების ამოხსნის, ცნებების, იდეებისა და ისტორული მოვლენების თვასაჩინოდ წარმოდგენის მიზნით (მაგ., ვიზუალური მასალა, საგანმანათლებლო თამაშები და სხვა);
იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის წასახალისებლად;
სასწავლო რესურსები
კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში.
თამაშის ტიპის კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ ახალი შინაარსის ათვისება ან/და შესაბამისი უნარების განვითარება სათამაშო გარემოში (მაგალითად: ახალი სიტყვების შესწავლა; არითმეტიკული ოპერაციების შესწავლა ვირტუალურ მაღაზიაში; გეომეტრიული ფიგურების გააზრება, მოგზაურობა სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, რომლის დროსაც შესაძლებელია რამდენიმე სასწავლო დისციპლინის ინტეგრირება).
პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ საკუთარი ცოდნის შეფასება (მარტივი ტესტური დავალებები ენაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში; სათამაშო გარემო, რომლის დროსაც, თამაშის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დაკავშირებულია რომელიმე დავალების შესრულებასთან). როგორც წესი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ხალისიანად ერთვება შეფასების პროცესში, როდესაც მას აქვს საშუალება, თვითონ შეარჩიოს საკუთარი ცოდნისა და კომპეტენციების ადეკვატური სირთულის მქონე დავალება და დააკვირდეს თვითგანვითარებას. ამ დროს იგი არა მხოლოდ აფასებს საკუთარ ცოდნას, არამედ გაუცნობიერებლად გეგმავს შემდგომ ნაბიჯებსაც.
სახელმძღვანელოებზე თანდართული ელექტრონული რესურსები. ამ სახის მასალის ძირითადი დანიშნულებაა კონკრეტულ სახელმძღვანელოში არსებული მასალის გააზრებისა და ათვისებისათვის ხელშეწყობა. იგი შეიძლება იყოს ინტერაქტიული დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მიმდინარე თემატიკასთან, თვალსაჩინოებები და სიმულაციები.
კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლისათვის ძირითადი ისტ კომპეტენციების ჩამოყალიბება. მაგალითად: კლავიატურის გამოყენებაში სავარჯიშო პროგრამები, სახატავი პროგრამები, თაგვის გამოყენებაში სავარჯიშო პროგრამები. მართალია, ამ კომპეტენციების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ისტ-ის გამოყენება სხვა სასწავლო დისციპლინებში, მაგრამ ცალკეული პროცედურული უნარის განვითარებაზე ორიენტირებული, სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფა უფრო ინტენსიურს ხდის მოსწავლის განვითარებას ამ მიმართულებით. მაგალითად, როგორც პრაქტიკა უჩვენებს, ტექსტურ რედაქტორთან მუშაობისას კლავიატურის გამოყების უნარის განვითარება ხდება მხოლოდ გარკვეულ საფეხურამდე; იმის გამო, რომ მომხმარებელს შეუძლია ტექსტის აკრეფა მისთვის სასურველ დროში, იგი აღარ ზრუნავს ინტენსიურად იმაზე, რომ შეძლოს უფრო სწრაფად და ეფექტიანად გამოიყენოს ყველა თითი კლავიატურასთან მუშაობისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий